სახალხო დამცველი და მისი მოადგილე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ
საქართველოს სახალხო დამცველი ლევანი იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონ დანს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელს ლადო რაზმაძეს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა არჩევნებთან დაკავშირებით აპარატის უფლებამოსილებაზე, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებისა და საქმეების შესწავლის პრაქტიკაზე ისაუბრა.
„მხარეებმა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.