სახალხო დამცველი გოგოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გოგოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცახდებას ავრცელებს.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს ამ დღის მნიშვნელობას და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და გოგოების ჩართულობით მათი შესაძლებლობების გაზრდის უზრუნველსაყოფად
„დღეს, როდესაც აღვნიშნავთ გოგოების საერთაშორისო დღეს, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ თითოეული გოგოს უსაზღვრო შესაძლებლობებსა და მნიშვნელოვან როლს, რომელიც მათ ჩვენი საზოგადოების ფორმირებაში უჭირავთ. ეს დღე გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს გოგოების უფლებების მხარდასაჭერად და იმ პროგრესის შეფასებისთვის, რომელსაც მივაღწიეთ, მაგრამ ასევე იმ გამოწვევების ხაზგასმისთვის, რომელთა დაძლევაც აუცილებელია, რათა გოგოებს მიეცეთ მათი პოტენციალის სრული რეალიზების საშუალება დისკრიმინაციის, ძალადობისა და უთანასწორობისგან თავისუფალ გარემოში.
საქართველოში არსებული გენდერული ნორმებისა და სტერეოტიპების გამო, გოგოებს ჯერ კიდევ უწევთ ადრეული ასაკიდანვე სხვადასხვა უხილავ თუ ხილულ ბარიერებთან გამკლავება. განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინება და ნიშნობის პრაქტიკა, რომელიც არსებითად ლახავს ბავშვის ფუნდამენტურ უფლებებს. ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო გოგოები წყვეტენ განათლების მიღებას, რაც შემდგომში მათ ეკონომიკურ თავისუფლებაზე აისახება და მათი ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას.
მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ გოგოების როლი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. საწყის ეტაპზე გოგოების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა მომავალში ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობების გარანტია. ბოლო წლების განმავლობაში, ახალგაზრდა გოგოები, სულ უფრო მეტად აცხადებენ მზაობას მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სივრცეებში. მოზარდი გოგოების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და შესაძლებლობებში ინვესტიცია სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ გოგოებს, არამედ მათ ოჯახებს და ქვეყანას, ამიტომ მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ მათ და გავიზიაროთ მათი ხედვა მომავლის შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას, ხაზს უსვამს ამ დღის მნიშვნელობას და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და გოგოების ჩართულობით მათი შესაძლებლობების გაზრდის უზრუნველსაყოფად“-ნათქვამია განცახდებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება