ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს 19 ნოემბერს აქციაზე დაკავებული ისეკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, რაც დეზინფორმაციაა, – აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„აღნიშნული პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 19 ნოემბერს, დაკავების პირველივე დღეს მოინახულა. მისი განცხადების საფუძველზე გაკეთდა შესაბამისი ოქმი და რეაგირებისთვის გადაეგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
რაც შეეხება შიმშილობას, გუშინ შემოვიდა ზარი შიმშილობის დაწყების შესახებ და დღეს კვლავ მოინახულა პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პატიმარს პირადად სახალხო დამცველთან შეხვედრის მოთხოვნა არ დაუფიქსირებია.
სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს საქმის შესწავლას და დაინტერესებულ მხარეებს მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.