ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახალხო დამცველი ბათუმსა და თბილისში დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ბათუმსა და თბილისში დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს ბათუმსა და თბილისში აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ და წერს, რომ სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები დაკავებულების სანახავად მიდიან.
ომბუდსმენის განცხადებით, მისი წარმომადგენლები მოინახულებენ ალადაშვილის კლინიკაში მყოფ ერთ-ერთ დაკავებულს, გია ჯვარშეიშვილს.
“სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას”, - წერია განცხადებაში.
11 იანვარს, ღამით ბათუმსა და თბილისში აქციის მონაწილეები დააკავეს. შსს-ს დაკავებულთა შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია. უწყება არც რადიო თავისუფლების ზარებს პასუხობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.