არქივი27 დეკემბერი, 2024, 18:22
სახალხო დამცველი აზერბაიჯანელ ხალხსა და ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ აქტაუსთან მომხდარი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და აზერბაიჯანელ ხალხს.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანი საელჩოში იმყოფებოდა, სადაც პირადად მიუსამძიმრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.