სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

2024 წლის 27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს სიოფრა ო’ლირის, საქართველოს არჩეულ მოსამართლეს ლადო ჭანტურიას და სასამართლოს რეგისტრატორის მოადგილეს აბელ კამპოსს შეხვდნენ.
ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სასამართლო მეგობრის მოსაზრებების (Amicus Curiae) მომზადებისა და გაგზავნის პრაქტიკა და სასამართლოს გადაწყვეტილებების მიღებისას მათი მნიშვნელობა განიხილეს. ასევე ისაუბრეს სასამართლოს გაძლიერების შესაძლებლობებზე.
„სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას, ქვეყანაში სამართლიანობის ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…