სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ჟენევაში გამართულ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

12 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ, ჟენევაში გამართულ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათი ცნობით, გამართულ ღონისძიებაზე ყურადღება ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლზე საკანონმდებლო და პოლიტიკის რეფორმის, განათლების, სტერეოტიპებთან ბრძოლის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით გამახვილდა. ასევე, საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებში პლურალიზმისა და გენდერული ინკლუზიის უზრუნველყოფის საკითხებს.
„გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით მონაწილეებს, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა და ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტმა იურგ ლაუბერმა მიმართეს.
საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ თავის გამოსვლაში ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და განათლების გზით ქალებისა და გოგოების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა; ხაზი სოფლად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების განსაკუთრებულ საჭიროებებს გაუსვა. ასევე, მიმოიხილა ქალთა უფლებების დაცვის ხელშესაწყობად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა და ყურადღება ქალთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის რეფორმების ადვოკატირებაზე გაამახვილა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…