სახალხო დამცველის აპარატი „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს” წევრთა ნაწილის მიერ საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატი „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს“ წევრთა ნაწილის მიერ საბჭოს დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აპარატი საბჭოებში განვითარებულ შიდა პროცესებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
როგორც აპარატის გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, არც „სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური უმცირესობების საბჭო“ და არც „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო“ არ წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატთან სტრუქტურულად დაკავშირებულ სუბიექტებს და ორივე საბჭო არის დამოუკიდებელი, თვითრეგულირებადი სუბიექტი.
„გვსურს გამოვეხმაუროთ „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს“ წევრთა ნაწილის მიერ საბჭოს დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
აღსანიშნავია, რომ არც „სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური უმცირესობების საბჭო” და არც „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო” არ წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატთან სტრუქტურულად დაკავშირებულ სუბიექტებს. ორივე საბჭო არის დამოუკიდებელი, თვითრეგულირებადი სუბიექტი და მიუხედავად სახალხო დამცველის აპარატთან მრავალწლიანი თანამშრომლობისა, სახალხო დამცველი არასდროს ყოფილა ჩართული საბჭოების მიერ საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკის განსაზღვრაში, განხორციელებულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღებაში. შესაბამისად, ვერ აიღებს პასუხისმგებლობას საბჭოებში განვითარებულ შიდა პროცესებზე“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე