ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახალხო დამცველის აპარატი ლევან იოსელიანისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ომბუდსმენმა და პრემიერმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და აქტუალური საკითხები განიხილეს.
„2024 წლის 29 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და აქტუალური საკითხები განიხილეს. სახალხო დამცველმა აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრისთვის მთავრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.