ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახალხო დამცველის აპარატი - უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, ცხელი ხაზი - 14 81 - 24 საათიან რეჟიმში მუშაობს

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ომბუდსმენის აპარატი საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულთა ადგილსამყოფელს ადგენს.
„სახალხო დამცველის აპარატი ადგენს დაკავებულების, მათ შორის, ირაკლი კუპრაძის ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით.
უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობას 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს”, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.