არქივი30 დეკემბერი, 2024, 20:10
სახალხო დამცველის აპარატი ახალ მისამართზე გადავიდა

სახალხო დამცველის აპარატი ახალ მისამართზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
2024 წლის 30 დეკემბრიდან თბილისის ოფისი მუშაობას ირაკლი ფაღავას 6 ნომერში განთავსებული შენობიდან განაგრძობს.
მათივე ინფორმაციით, შენობა მეტროსადგურ "ავლაბრის" უკან მდებარეობს, ოფისს მთავარი შესასვლელი კი ცისკრის ქუჩის მხრიდან აქვს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.