სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ომბუდსმენის განცხადებას ემიჯნებიან

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ომბუდსმენის განცხადებას ემიჯნებიან
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის განცხადების შემდეგ წერილს აქვეყნებენ და სახალხო დამცველის მოსაზრებას არ იზიარებენ:
ჩვენ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით ხალხის, სახელმწიფოს ინტერესებისა და კონსტიტუციური ორგანოს ფუნდამენტური პრინციპების და მიზნების ერთგულნი. როგორც საჯარო მოხელეები, სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, ფიცის დადების მომენტიდან, ვხელმძღვანელობთ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.