ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სახალხო ახალი წელი - რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა

სახალხო ახალი წელი - რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა

სახალხო ახალი წელი - რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა.

ბოლო ორ წელში  უკვე მეორედ ქვეყანა დღესასწაულს უჩვეულოდ ხვდება. ეს საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული ახალი წელია - იმ ადამიანების, ვინც 400 დღეა  ქუჩიდან ქვეყნის  უკეთესი მომავლისთვის იბრძვის. დამოუკიდებლობისთვის ერთად დგომა დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს - ამბობს ქართველი ხალხი.

აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებითა და საახალწლო ატრიბუტებით შეიკრიბნენ. საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლილია საახალწლო სუფრა.

ოგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარლამენტთან 00:00 საათამდე დარჩებიან და ერთად შეხვდებიან ახალ წელს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.