ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 9 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

დაინტერესებული ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია მეთორმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები, - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, გამოქვეყნებულია: სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 184 ერთეული საძოვრის მონაცემები საერთო ფართობით 12440 ჰა. მათ შორის, ასპინძა - 4, ახალციხე - 2, ნინოწმინდა - 15, ბორჯომი - 23, დმანისი - 17, წალკა - 2, მარნეული - 5, დედოფლისწყარო - 23, საგარეჯო - 4, თელავი - 4, სიღნაღი - 13, ყვარელი - 5, ახმეტა - 4, გურჯაანი - 3, ლაგოდეხი - 3, მცხეთა - 4, ყაზბეგი - 2, დუშეთი - 1, გორი - 9, კასპი - 1, ქარელი - 2, ხაშური - 4, წყალტუბო - 13, ბაღდათი - 1, ვანი - 6, ზესტაფონი - 1, ჭიათურა - 2, სენაკი - 2, წალენჯიხა - 1, ხობი - 2, ონი - 2, ლანჩხუთი - 3.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, 2022 წლიდან დღემდე მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტომ შეარჩია და 12 ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი 48 287 ჰექტარი საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები და განახორციელა დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება. ამავე პერიოდში იჯარით გაიცა 15 500 ჰექტარი საძოვარი.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.