არქივი17 აგვისტო, 2025, 22:38
საცხოვრებელი ბინის ქირა გაიაფდა - როგორია ფასები თბილისში

თბილისში ბინის ქირა გაიაფდა. „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში წლიურად 12%-ით არის შემცირებული ფასები.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საცხოვრებელი ბინის საშუალო გასაქირავებელი ფასი 1კვ.მ-ზე 10.7 დოლარს შეადგენდა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ფასი 12 დოლარს აღწევდა.
რაც შეეხება გაყიდვებს, იანვარში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციები 6%-ით შემცირდა და 2 796 შეადგინა. ამავე პერიოდში საშუალო გასაყიდი ფასი 1 კვ.მ-ზე 1 223 დოლარს შეადგენდა.
tia.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.