ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საჩხერის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 720 ჰა ფართობი დამუშავდა

საჩხერის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 720 ჰა ფართობი დამუშავდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგოდ ტერიტორიების თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით დამუშავებას აქტიურად განაგრძობს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„ამ დროისთვის თერმული ნისლით წამლობა საჩხერის მუნიციპალიტეტში სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს. ქალაქ საჩხერისა და არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 720 ჰა ფართობია დამუშავებული.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. წამლობა მეფუტკრეებთან კოორდინაციით, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღამის საათებში ხორციელდება.
სააგენტო შეახსენებს მოსახლეობას, რომ ტემპერატურის კლებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება და საცხოვრებელი სახლებისკენ მიგრირებს. ბრძოლის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მავნებლის სახლის პირობებში, მექანიკური მეთოდების გამოყენებით განადგურება“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.