ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საშუალო ხელფასის სიდიდით თბილისი და მცხეთა ლიდერობს - რეგიონების სტატისტიკა

საშუალო ხელფასის სიდიდით თბილისი და მცხეთა ლიდერობს - რეგიონების სტატისტიკა

2024 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.9 პროცენტით (201.3 ლარით) გაიზარდა და 2 056.7 ლარი შეადგინა.
„საქსტატის“ საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 976.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით); მშენებლობა - 3 198.2 ლარი (გაიზარდა 5.4 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 186.6 ლარი (გაიზარდა 13.5 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 062.9 ლარი (გაიზარდა 17.1 პროცენტით).
რეგიონების მიხედვით დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ასეთია:
· თბილისი - 2 380,4 ლარი
· მცხეთა-მთიანეთი - 1 931,0 ლარი
· აჭარა – 1 748,8 ლარი
· ქვემო ქართლი - 1 704,8 ლარი
· იმერეთი - 1 372,9 ლარი
· სამცხე-ჯავახეთი - 1 359,6 ლარი
· კახეთი - 1 358,3 ლარი
· შიდა ქართლი - 1 351,7 ლარი
· სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 308,9 ლარი
· გურია - 1 250,7 ლარი
· რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1 069,6 ლარი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.