ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საშუალო ჩეკის მოცულობა 16 ლარის ფარგლებში მერყეობს“ - როგორ შეიცვალა FMCG სექტორში გადახდების მაჩვენებელი?

საშუალო ჩეკის მოცულობა 16 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში წლიური კლება შეინიშნება, რაც მაღაზიების გაზრდილი რაოდენობით გამოწვეული ქცევის ცვლილებით აიხსნება, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ FMCG სექტორის მიმოხილვაშია ნათქვამი.
მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს ჯამური FMCG ბაზრის გაყიდვები დასტაბილურდება და ძირითადად განპირობებული იქნება ბუნებრივი მოთხოვნით. ორგანიზებული FMCG ბაზარი მეტწილად არაორგანიზებული ბაზრის ხარჯზე განაგრძობს ზრდას და მისი წილი 2025 წლისთვის 45%-ს გაუტოლდება.
„ორგანიზებულ ბაზარზე მძაფრი კონკურენცია შეინიშნება, რაც მცირე დროში ცვალებადი ბაზრის
წილებით დასტურდება. ორგანიზებული ბაზარი 2024 და მომდევნო წლებში მეტწილად რეგიონებში ექსპანსიით
გაიზრდება.
მძაფრმა კონკურენციამ ორგანიზებულ ბაზარზე მომგებიანობის მარჟების შემცირება გამოიწვია. დამატებით, გაზრდილი ხელფასები და მერყევი კურსი უარყოფითად აისახა საოპერაციო ინდიკატორებზე.
ორგანიზებული ბაზრის გაყიდვებში ელ. კომერციას კვლავ დაბალი, 2%-იანი წილი უჭირავს, თუმცა მაღალ შემოსავლიან სეგმენტში ეს მაჩვენებელი ორნიშნა ნიშნულს აღწევს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.