ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საშობაო სოფელი ჰაერში? — გინესის რეკორდი 5 000 დრონით დაამყარეს

საშობაო სოფელი ჰაერში? — გინესის რეკორდი 5 000 დრონით დაამყარეს

საშობაო განათებების მიმართ გულგრილი არავინ ვართ, თუმცა ტეხასის ცაზე რაღაც განსაკუთრებული ხდება, დრონების შოუ მოაწყვეს და გინესის რეკორდი დაამყარეს. Sky Elements Drones „ჯანჯაფილის სოფლის ყველაზე დიდ საჰაერო ჩვენებას“ სთავაზობს მსოფლიოს და 4 981 დრონს ტეხასის ცაზე აერთიანებს. აქ ნახავთ ჯანჯაფილის სახლებს, პერსონაჟებს, ტკბილეულით სავსე ქუჩებს და ა. შ.
სანახაობა პიკს სანტას გამოჩენისას აღწევს, როცა იგი დრონებით შემკული ციგით ჩნდება საზოგადოების წინაშე. ასე კი არამარტო სადღესასწაულო განწყობის თანამოზიარე გახადეს ადამიანები, არამედ იმ სიზუსტისა და ოსტატობის მაგალითი აჩვენეს მსოფლიოს, რომლის მიღწევაც დღეს დრონებით შეიძლება:
ამ ამბის ავტორი Sky Elements გახლავთ, რომლისათვისაც, უნდა ითქვას, რომ ეს პირველი მსოფლიო რეკორდი არ არის — მანამდე გინესის წიგნში ყველაზე გრძელი საჰაერო წინადადებით შევიდა, შემდგომ კი ყველაზე დიდი გამოგონილი პერსონაჟით, რომელიც დრონებით შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ამ ამბავს წინ ჩინელების რეკორდიც უძღოდა, რა დროსაც 10 000-ზე მეტი დრონი გამოიყენეს…
წყარო: marketer.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.