საყოველთაო სტუდენტური გაფიცვა ბათუმში – მათ პროფესორ-მასწავლებლების ნაწილიც უერთდება

ფოტო – მთავარი არხი
საყოველთაო სტუდენტურ გაფიცვას უერთდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. სტუდენტები ამ წუთებში უნივერსიტეტის ეზოში არიან შეკრებილები და რუსულ კანონს აპროტესტებენ. ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს პროფესორ-მასწავლებლების ნაწილიც.
სტუდენტებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით უნივერსიტეტის დერეფანში საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.
ბსუ-ს სტუდენტებმა 1 -ელ საათამდე ვადა მისცეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, გამოვიდეს მათი წარმომადგენელი და დააფიქსიროს პოზიცია.
მანამდე კი საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს. ისინი მსვლელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ წავიდნენ, სადაც გაფიცულ ახალგაზრდებს შეუერთდნენ. გაფიცვას შეუერთდნენ ბათუმის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…