პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა

საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა

საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა.
საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მას უერთდებიან კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები.
გაფიცვის ფარგლებში უკვე დაიკეტა მრავალი ობიექტი, მათი თანამშრომლები კი ქუჩაში გამოვიდნენ. გაფიცულები პროტესტს სხვადასხვა ბანერებით გამოხატავენ: „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.
პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.