არქივი13 სექტემბერი, 2024, 11:55
„საქსტატი“ - 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 703.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.0%-ით მეტია
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 703.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.0%-ით მეტია.
აქედან, ექსპორტი 4 173.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 2.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 10 529.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 3.3%-ით).
სტატისტიკის თანახმადვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-აგვისტოში 6 356.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2%-ია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.