ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საქსტატი“ - 2024 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო

„საქსტატი“ - 2024 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 243.4 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 5.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე (231.5 კუბური მეტრი).
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.79 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 75.4%), რაც 1.5%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.75 მილიონი ადამიანი).
„2024 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 2.00 მილიონი შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 54.1%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.98 მილიონი) აღემატება 1.0%-ით. 2024 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 1.58 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 42.7%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.52 მილიონი) აღემატება 3.9%-ით”,- ნათქვამია ინფორმაცია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.