„საქსტატი“ – 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 93 022.3 მლნ ლარი შეადგინა

2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 93 022.3 მლნ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: ქ. თბილისი (53.1 პროცენტი), აჭარის ა.რ. (9.3 პროცენტი), იმერეთი (7.7 პროცენტი), ქვემო ქართლი (7.1 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.5 პროცენტი).
თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (23.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.9 პროცენტი), მშენებლობა (10.4 პროცენტი).
აჭარის ა.რ.-ის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მშენებლობა (14.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.6 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (9.5 პროცენტი).
იმერეთში, დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით ქვეყნის მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (11.4 პროცენტი), დამამუშავებელ მრეწველობას (10.1 პროცენტი) და განათლებას (9.8 პროცენტი).
ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (16.1 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (14.1 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (9.6 პროცენტი)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას