„საქსტატი“ – 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.0 პროცენტით განისაზღვრა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.
კლების ტენდენცია ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„რადიო თავისუფლებამ“ ჩაწერა შანიძის ქუჩაზე სროლის თვითმხილველი და საქმის მთავარი მოწმე. ქალი იხსენებს, რომ სასტუმროს ფანჯარაში თავდაპირველად თეთრმაისურიანი, თმაშეკრული კაცი დაინახა

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება