საქსტატი: უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი იუწყება, რომ გასულ სამ თვეში (მეორე კვარტალში) ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა. მონაცემები შედარებულია გასული წლის იმავე პერიოდთან.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით (წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით):
· უმუშევრობის დონე 0,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14,3 პროცენტი შეადგინა;
· თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 29,3 ათასით შემცირდა (6,5%) და 422,2 ათასი შეადგინა;
· უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 7,9 ათასით (3,6%) და 227,6 ათასი შეადგინა;
· დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 4,7 ათასი კაცით (0,5%) და 940,5 ათასს მიაღწია.
თუ მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში ქვეყანაში არსებულ უმუშევრობის დონეს შევადარებთ, ჩანს, რომ იანვარ-მარტთან შედარებით აპრილ-ივნისში ეს მონაცემი შემცირებულია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.