საქსტატი სურსათის გაიაფებაზე საუბრობს, მოქალაქეები კი ამბობენ, რომ ფასების კლებას ვერ გრძნობენ (ვიდეო)

საქსტატის მონაცემებით, ივნისში წინა თვესთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 0,1%-ით შემცირდა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი 2%-ით გაიაფდა. სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 1,5%-ით შემცირდა რძის პროდუქტების, შაქრისა და ტკბილეულის, ასევე მწვანილის ფასი.

ფასების შემცირების შესახებ ოფიციალური სტატისტიკის მიუხედავად, მოქალაქეები აცხადებენ, რომ ყოველდღიურ საყიდლებზე გაიაფებას ვერ გრძნობენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილმა ფასების ვებგვერდმა, რომელზეც ფასდაკლებული პროდუქციის მოძიებაა შესაძლებელი, რეალური შედეგი ვერ გამოიღო.

“ოცნების” გუნდში კი აცხადებენ, რომ ფასების კლების ტენდენცია უკვე იკვეთება.