ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა თითქმის ორი მლრდ დოლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 902.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით ასე გადანაწილდა – მთლიანი მოცულობიდან 1.21 მილიარდი დოლარი სააქციო კაპიტალმა შეადგინა, 83.7 მლნ დოლარი კი – რეინვესტიციამ. სააქციო კაპიტალის მოცულობა წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 50.7%-ით აღემატება.
რაც შეეხება ინვესტორ ქვეყნებს, პირველი ათეული ინვესტორი ქვეყნის ჩამონათვალი შემდეგია:
ნიდერლანდები – 386.3 მლნ აშშ დოლარი; გაერთიანებული სამეფო – 364.3 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 182.2 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი – 109.5 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი – 103.3 მლნ აშშ დოლარი; ჩინეთი – 98.4 მლნ აშშ დოლარი; მალტა – 97.4 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 90.3 მლნ აშშ დოლარი; იაპონია – 69.4 მლნ აშშ დოლარი; შვეიცარია – 41.9 მლნ აშშ დოლარი.
ეკონომიკის სექტორების განაწილების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტიცია საფინანსო-სადაზღვევო სექტორში განხორციელდა. მეორე ადგილზე ვაჭრობის სექტორია, მესამეზე კი – დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.