ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქმეში ერთად ვართ, გქონდეთ ჩემი იმედი – პრეზიდენტი ახალგაზრდებს

ეს საქმე რაც გასაკეთებელია, ეს არჩევნები მოსამზადებელია ერთად. ჩვენ შორის განსხვავება არაფერია, თუ არა ნახევარი საუკუნე, მაგრამ არ ითვლება. განსხვავება არ არის ქვეყნის სიყვარულში, განსხვავება არ არის, როდესაც საუბარია სამშობლოს გადარჩენაზე და განსხვავება არ არის, როდესაც საუბარია სამშობლოს მშენებლობაზე. ამ ყველაფერში ერთად ვართ. მე შეიძლება ფიზიკურად არ ვიდგე იქ, სადაც თქვენ დგახართ და ღმერთმა ქნას, რომ არ დამჭირდეს მე იქ გამოსვლა. მაგრამ ხომ იცით, რომ საქმეში ერთად ვართ. არჩევნების მომზადებაში ერთად ვართ, ჩვენი დიასპორის მობილიზაციაში ერთად ვართ, ხმების დაცვაში ერთად ვართ და ამ ყველაფრის ორგანიზებაში ერთად ვიქნებით. მე მაქვს თქვენი იმედი და თქვენ გქონდეთ ჩემი იმედი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.