საქართველო ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ელჩის გამოძევების მიუხედავად სახელმწიფო და ხალხი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას

საქართველო ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ელჩის გამოძევების მიუხედავად სახელმწიფო და ხალხი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას
თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ უკრაინის აღდგენას პარტნიორებთან ერთად. როგორც ბოჟაძე აცხადებს, საქართველო უკრაინას ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს და ელჩის გამოძევების მიუხედავად, ქვეყანა აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.
“საქართველო ყველგან, ყველა პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რაც 600-მდე საერთაშორისო დოკუმენტის მხარდაჭერით არის დადასტურებული. 26 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს მშობლიურ ენაზე საქართველოში. უკრაინის ელჩის გაწვევის და საქართველოს ელჩის გამოძევების მიუხედავად სახელმწიფო და ხალხი გააგრძელებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.” – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი