ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო ფორმაშია და თურქეთი ისეთი ფავორიტი აღარაა - შემადგენლობა მალე იქნება

საკლუბო საფეხბურთო სეზონი, ფაქტობრივად, დასრულდა და ახლა ევროპის ჩემპიონატზე ფიქრს უფრო სულმოუთქმელად გავაგრძელებთ. ვაჟა ფშაველას ლექსი "მოლოდინი" ასე სრულდება -
"გამზარდოს, ღრუბლად მაქციოს,
მძიმედ დამტვირთოს წვიმითა,
რომ მოვრწყო გული ქვეყნისა
დაუშრობელის მილითა;
ავაჭიკჭიკო ბულბული
საღამოთი და დილითა
და წარვსდგე ჩემს მეუფესთან
ხელთ ანთებულის ცვილითა."

ქართველ ფეხბურთელებს სადებიუტო ევროპირველობაზე მართლაც დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, ბედნიერება აქვთ, გულშემატკივრებს კი განსაკუთრებული მღელვარება. მოახლოებულ მოვლენასთან მხოლოდ ლირიულ ჟანრში ვერ შევხედავთ, სათქმელი უფრო მეტია...
წმინდა საფეხბურთო ასპექტებში (ამის ხაზგასმა გვიწევს) საქართვრლოს ნაკრების ფეხბურთელებმა მარტიდან (საგზურის
გაფორმებიდან) დღემდე ისე გაიარეს, როგორაც სასურველი იყო - მაქსინალური შედეგიანობა და პროდუქტიულობა, ტრავმებისგან დაცვა და მწვრთნელების კეთილგანწყობა, რომლებიც ბიჭებს, ევროპის ჩემპიონატის კონტექსტში, ამოსინთქვის საშუალებას აძლევდნენ. ახლა დარჩა მალე 26-კაციანი განაცხადის წარმოდგენა, სადაც განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველით.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე დებიუტანტია და
მას აუცილებლად აუტსაიდერთა შორის მოიხსენიებენ. ვილი სანიოლის მოღვაწეობა გვაჩვენებს, რომ ჩვენი გუნდი ამას არცთუ იშვიათად ძალიან სასიკეთოდ იყენებს, აქვს ნაკლები წნეხი და თამაშს კონტრშეტევებზე წარმატებით აგებს. საბერძნეთთან ფინალის შემდეგ, ზეწოლასთან გაძლებაზეც შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ. ფრანგი მთავარი მწვრთნელისგან იმავეს გაგრძელებას უნდა ველოდოთ, რაც ფინალში ვნახეთ - ნაკლები ექსპერიმენტი თუ ტაქტიკური მრავალფეროვნება და აქცენტი კარგად ნაცად ძველზე იმ იმედით, რომ ფეხბურთელები ყველა დავალებას პირნათლად შეასრულებენ...
"საქართველო ფორმაშია" - ეს მარტის ფინალისწინა დევიზი იყო, რაც ახლა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს - საშუალო ევროპული ჩემპიონატების გამარჯვებულები, შედეგიანობა და სანდოობა ტოპლიგებსა და თუნდაც, ნაკლებად ძლიერ გათამაშებებში. პირველი ტური რომ ავიღოთ, სხვადასხვა ტიპის პროგნოზებსა და მოსაზრებებში თურქეთის ნაკრები ჩვენთან ისეთი გამოკვეთილი ფავორიტი აღარაა, როგორც მანამდე. დანარჩენს 18 ივნისის საღამოსა და მის შემდეგ ვნახავთ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, როცა უფრო ძლიერად გაღიარებენ, ვიდრე ცოტა ხნის წინ, წმინდა სპორტული თვალსაზრისით, ეს შენ მიმართ დამოკიდებულებებს ცვლის, მაგრამ ამან დამატებითი მოტივაცია უნდა მოგვცეს და არა პირიქით.
ევროპის ჩემპიონატის ირგვლივ საკმაოდ ბევრს ვწერთ და ამას გავაგრძელებთ. გვსურს, აკადმიური განხილვისთვის, მითუმეტეს, რაც საქართველოს ნაკრებსა და მის ჯგუფს ეხება, უცხოურ მედიაში "ქექვა" არ დაგჭირდეთ. დაწყებამდე დრო იკლებს, ემოციები ჭარბობს და ყოველდღიურობაში ევრო 2024-ზე უფრო მეტს ვფიქრობთ!..

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.