ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო-ფიჯის მატჩს ბორჯღალოსნების კაპიტანი, მერაბ შარიქაძე გამოტოვებს

დღეს, 5 ივლისს რაგბში ზაფხულის პირველი ტესტ-მატჩი გაიმართება, სადაც ბორჯღალოსნები ფიჯის ნაკრებს ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" უმასპინძლებენ.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მატჩს რამდენიმე მორაგბე გამოტოვებს, მათ შორის, კაპიტანი მერაბ შარიქაძე.
მიზეზის გასარკვევად ტაბულა რაგბის კავშირის პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილებას შემადგენლობის შესახებ მწვრთნელი იღებს, ხოლო ამ შემთხვევაში, მორაგბეები სხვადასხვა მიზეზით ტოვებენ მატჩს.
რაგბის კავშირის წარმომადგენელმა ტაბულას ასევე უთხრა, რომ მერაბ შარიქაძის არყოფნის საკითხზე მწვრთნელისთვის კითხვის დასმა თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე იქნება შესაძლებელი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.