ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო - უკრაინას შორის მიმდინარე მატჩის ანგარიში გათანაბრდა

საქართველო - უკრაინას შორის მიმდინარე მატჩის ანგარიში გათანაბრდა

უეფას „ერთა ლიგის“ გათამაშების მეხუთე ტურის შეხვედრაში საქართველო - უკრაინას შორის მიმდინარე მატჩის ანგარიში გათანაბრდა და 1:1 გახდა.
შეხვედრის მეორე გოლი, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, გიორგი მიქაუტაძემ 77-ე წუთზე გაიტანა.
მანამდე, შეხვედრის პირველი ნახევარი უკრაინის უპირატესობით - 1:0 ანგარიშით დასრულდა.
თამაშის პირველი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, საბა კვირკველიამ საკუთარ კარში გაიტანა.
ცნობისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.