საქართველო-სომხეთის მატჩის წინ ფაშინიანი თბილისში ჩამოვიდა

მას „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, ირაკლი მასპინძლობს.
კობახიძის ცნობით, ფაშინიანი თბილისში მატჩზე დასასწრებად ჩამოვიდა. ორივე მათგანი დაესწრება შეხვედრას – ერთა ლიგის პლეიოფის მეორე შეხვედრას „დინამო არენაზე“.
პირისპირ შეხვედრაზე კი, კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, „მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას“.
„აღინიშნა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ერთობლივი ძალისხმევის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში“, – იუწყება ადმინისტრაცია.
3 დღის წინ, 20 მარტს, როდესაც სომხეთის ნაკრებმა ერევანში უმასპინძლა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, კობახიძეც ეწვია ერევანს, – წელს უკვე მეორედ.
პოლიტიკოსები დაესწრნენ მატჩს, რომელიც საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 0:3 დასრულდა.
საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, – რომლის ლეგიტიმურობაც სადავოა, – საერთაშორისო იზოლაციის რისკის წინაშე დგას. სომხეთი, – რომლისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი სახმელეთო მეზობელია ტვირთების გადაზიდვის კუთხით, – ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ სადავო არჩევნებში გამარჯვება და ასევე სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტის მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია