ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო სამშენებლო მასალების სექტორი ევროპასთან შედარებით მაღალი მოგებიანობის მაჩვენებლებით ხასიათდება - ეროვნული ბანკი

საქართველო სამშენებლო მასალების სექტორი ევროპასთან შედარებით მაღალი მოგებიანობის მაჩვენებლებით ხასიათდება - ეროვნული ბანკი

საქართველო სამშენებლო მასალების სექტორი ევროპასთან შედარებით მაღალი მოგებიანობის მაჩვენებლებით ხასიათდება - ეროვნული ბანკი
თანაბარი კაპიტალის თანამონაწილეობის ფონზე, საქართველო სამშენებლო მასალების სექტორი ევროპასთან შედარებით მაღალი მოგებიანობის მაჩვენებლებით ხასიათდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის სამშენებლო მასალების სექტორის კვლევაშია აღნიშნული.
კვლევაში აღნიშნულია, რომ სამშენებლო მასალების სექტორის ოპერირებადი ქართული კომპანიების ლევერიჯისა და საოპერაციო მოგებიანობის კოეფიციენტები შესაბამისობაშია ევროპის ანალოგიურ მაჩვენებლებთან.
2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, სარემონტო მასალების კატეგორიაში ყველაზე მაღალი მოგების მარჟით კარ-ფანჯრის კატეგორია ხასიათდებოდა (საშუალო მოგების მარჟა 46%), ხოლო მეორე ადგილზე ხელსაწყოები(საშუალო მოგების მარჟა 35%) იყო.
კვლევის ძირითადი მიგნებებია:
· 2020-2023 წლებში ეკონომიკურმა აქტივობამ და ძირითადი მასალების ფასების მატებამ განაპირობა სამშენებლო მასალების სექტორის ბრუნვის ზრდა;
· სამშენებლო მასალების სექტორის დაკრედიტება ხასიათდება სტაბილური ზრდის დინამიკით, მაღალი ვალუტიზაციით და დაბალი კონცენტრაციით, სხვა ბიზნეს სექტორებთან შედარებით;
· მსესხებელთა ანალიზისას გამოვლინდა, რომ საბანკო ვალდებულებების უდიდესი ნაწილი მოდის სარემონტო კატეგორიაში ოპერირებად მოვაჭრე კომპანიებზე;
· სამშენებლო მასალების კატეგორიასთან შედარებით, სარემონტო მასალების კატეგორიაში ოპერირებადი კომპანიები ხასიათდება უფრო მაღალი მოგებიანობის მაჩვენებლებით;
· სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ხაზს უსვამს მდგრადობას და მიუთითებს ზრდის პოტენციალზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.