საქართველო რუსული შოკოლადის იმპორტიორი ქვეყნების ათეულშია

საქართველო რუსული შოკოლადის იმპორტიორი ქვეყნების ათეულშია. ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს და წერს, რომ ღია მონაცემებსა და გაერო-ს Comtrade პლატფორმაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით რუსული შოკოლადის იმპორტიორი ქვეყნების სია შეადგინა.ავრცელებს.
რუსული გამოცემის მიხედვით, რუსეთიდან შოკოლადის მთავარი იმპორტიორი ქვეყნების სიაში საქართველო მე-7 ადგილას მოხვდა.
რუსეთიდან ყველაზე მეტი შოკოლადის ნაწარმი შეისყიდეს:
· ყაზახეთი - $192 მლნ;
· ბელარუსი - $123 მლნ;
· უზბეკეთი - $68 მლნ;
· აზერბაიჯანი - $48 მლნ;
· სომხეთი - $28.5 მლნ;
· ყირგიზეთი - $26.1 მლნ;
· საქართველო - $19.5 მლნ;
· ჩინეთი - $14.4 მლნ;
· მოლდოვა - $7.7 მლნ;
· სერბეთი - $6.8 მლნ;
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.