ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო რუსეთი არაა - ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის და ნავალნის შედარება არ შეიძლება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ შეიძლება რუსეთის ციხეში დაღუპული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნისა და საქართველოში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შედარება. ამის შესახებ მან Bloomberg-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია... შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსეთში, კოლონიაში გარდაიცვალა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა, X-ით დაადასტურა ალექსეი ნავალნის სიკვდილი და გაავრცელა მოკლე ცნობა, სადაც წერს, რომ „ალექსეი ნავალნი მოკლეს“.
ნავალნის გარდაცვალებაზე ინფორმაციის გავრცელებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
"პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით. შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა", - წერია ფეისბუკპოსტში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.