არქივი11 თებერვალი, 2025, 12:26
საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა - ვინ არიან წევრები

საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით ასოციაცია 2025 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, გამგეობის წევრები არიან:
თავმჯდომარე/წევრი: ზაზა ნიშნიანიძე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა;
გამგეობის წევრები: საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეები: ლავრენტი ანჩაბაძე, ვახტანგ კარიჭაშვილი, ბადრი კაკაბაძე და დავით ხარაიძე.
გენერალური დირექტორი - საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე მარატ შაიდაევია. აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი მუსხელიშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.