ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო-რუმინეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი ახალი სატრანსპორტო მარშრუტის დაარსებას გეგმავენ

საქართველო-რუმინეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი ახალი სატრანსპორტო მარშრუტის დაარსებას გეგმავენ

საქართველო, თურქმენეთი, რუმინეთი და აზერბაიჯანი ახალი სატრანსპორტო მარშრუტის დაარსებას გეგმავენ - ამას ითვალისწინებს მთავრობის 8 დეკემბრის განკარგულება.
განკარგულების მიხედვით, სატრანსპორტო დერეფნის სახელი იქნება - „შავი ზღვა - კასპიის ზღვა“.
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს „რუმინეთის მთავრობას, საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის „შავი ზღვა - კასპიის ზღვა“ დაარსებისა და ფუნქციონირების შესახებ“ შეთანხმებას“, - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშხაბადში ასევე გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის პრემიერთან ალი ასადოვთანაც, სადაც საუბარი ასევე ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას შეეხო.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.