საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, აგრძელებს პროგრესს ევროკავშირის გაფართოების გზაზე, ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება – ოლივერ ვარჰეი

საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, აგრძელებს პროგრესს ევროკავშირის გაფართოების გზაზე, ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
“საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, აგრძელებს პროგრესს ევროკავშირის გაფართოების გზაზე. მინისტრ ოთარ შამუგიასთან განვიხილეთ სოფლის მეურნეობაში და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაში ევროკავშირთან შესაბამისობის საკითხი. ეს არის მთავარი სფეროები საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება,” – დაწერა ოლივერ ვარჰეიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი