ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის საშუალო ხელფასების სიდიდით მეოთხე ადგილზეა - Numbeo

საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის საშუალო ხელფასების სიდიდით მეოთხე ადგილზეა - Numbeo

საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის საშუალო ხელფასების სიდიდით მეოთხე ადგილზეა. Numbeo-ს სტატისტიკის თანახმად, საქართველო 127 ქვეყანას შორის 87-ე ადგილზეა.
უფრო კონკრეტულად, კვლევითი ცენტრის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი გადასახადების გარეშე 506 დოლარს აღწევს.
საქართველოზე დაბალი ხელფასი რეგიონში მხოლოდ აზერბაიჯანშია. რეიტინგში მეზობელმა სახელმწიფომ 91-ე ადგილი დაიკავა. კერძოდ, აქ საშუალო თვიური ხელფასი 460 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, საშუალო თვიური ხელფასი გადასახადების გარეშე ასე გამოიყურება:
თურქეთი - 703 დოლარი (66-ე ადგილი);
რუსეთი - 655 დოლარი (74-ე ადგილი);
სომხეთი - 611 დოლარი (77-ე ადგილი).

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.