ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში 21 ადგილით ჩამოქვეითდა

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში 21 ადგილით ჩამოქვეითდა

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში ერთ წელიწადში 114-დან 135-მდე ჩამოქვეითდა. ახალი რეიტინგით, ქვეყანა ჩამორჩება ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ზიმბაბვე, სომალი, უგანდა, მალი, ნიგერია, ჩადი და პაპუა-ახალი გვინეა.

რას ნიშნავს ეს რეიტინგი?

135-ე ადგილი ამ რეიტინგში მიუთითებს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა „რთულად“ არის შეფასებული.

„ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე დემოკრატიული კრიზისისა და პროტესტების, ასევე მათი გაშუქების წინააღმდეგ გატარებული მკაცრი ზომების ფონზე, საქართველო ინდექსში 21 პოზიციით დაქვეითდა“, - წერია საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ 2026 წლის პრესის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების ანგარიშში.

შეფასება ემყარება ხუთ კრიტერიუმს: პოლიტიკურ კონტექსტს, სამართლებრივ ჩარჩოს, ეკონომიკურ და სოციოკულტურულ კონტექსტსა და უსაფრთხოებას. დაგროვებული ქულების მიხედვით, ქვეყნები პრესის თავისუფლების მდგომარეობის მიხედვით ხუთ ჯგუფად იყოფა: კარგი, დამაკმაყოფილებელი, პრობლემური, რთული და ძალიან რთული.

„შემზღუდავი კანონების - განსაკუთრებით „უცხოური აგენტებისა“ და მედიის დაფინანსებასთან დაკავშირებული რეგულაციების მიღება და აღსრულება, ასევე საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ახალი ბარიერები, სამართლის უზენაესობის თვალსაჩინო ეროზიაზე მიუთითებს", - წერია ანგარიშში საქართველოზე.

პრესის თავისუფლების ინდექსი აფასებს მედიაგარემოს სხვადასხვა კომპონენტს 180 ქვეყანაში, მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოებას, მედიის დამოუკიდებლობას ჩარევებისგან და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

ვრცლად

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.