პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა

თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიხსნა. საქართველო პირველად მასპინძლობს მსოფლიო ტურიზმის დღეს.
მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“.
მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300-ზე მეტი დელეგატი ეწვია, მათ შორის: ესპანეთიდან, ხორვატიიდან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, მონტენეგროდან, რუმინეთიდან, შვეიცარიიდან, ინდონეზიიდან, საუდის არაბეთიდან, გვატემალიდან, უზბეკეთიდან და სხვა ქვეყნებიდან

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.