საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაში – Web Summit 2024 მონაწილეობს

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაში – Web Summit 2024 მონაწილეობს.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, საქართველო ღონისძიებაზე მათი სააგენტოსა და „აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, მასშტაბური სივრცით არის წარმოდგენილი.
ამასთან, მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა StartUP in Georgia-ს ინიციატივით დაიგეგმა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე სტარტაპების განვითარებას უწყობს ხელს.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს ყველა აქტივობას, პროგრამას, მხარდაჭერის მექანიზმსა თუ ღონისძიებას, რომელიც ქვეყნის ფარგლებში ტარდება ეკოსისტემის და ინოვაციების საზოგადოების განვითარების მიზნით. ასევე, სამიტზე წარდგებიან ქართული სტარტაპები: Awork, Helio, Klipy, Wempler და სხვები.
ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე Web Summit 2024 მასპინძლობს 160 ქვეყნიდან 70 000 – ზე მეტ მონაწილეს, მათ შორის ასეულობით სტარტაპს, ტექნოლოგიურ კომპანიასა თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ