საქართველო მიდის ევროპისკენ – ზურაბ აბაშიძე (ვიდეო)

ხელისუფლებიდან ითქვა, რომ „მაიდანი“ საქართველოში არ შედგება, ეს არის პრინციპული გზავნილი საზოგადოებისთვის, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„საქართველო მიდის ევროპისკენ. დღეს ჩვენ ვუყურებთ გლობალურ პროცესებს. უნდა გავიაზროთ რა გეოპოლიტიკური ვითარება მიდის მსოფლიოში და როგორ შეიცვლება პროცესები. ქართველი ხალხი დავრჩებით ერთგული ევროპული მისწრაფებების, ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და ჩვენი ტრადიციების შენარჩუნების. დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში დამყარდება მშვიდობა, საქართველო გააგრძელებს განვითარებას, ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რასაც ჩვენ ყველა ველოდებით“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – „იგლ ჰილსის“ პროექტით საქმე გვაქვს უპრეცედენტო ინვესტიციასთან, ამ პროექტის წინააღმდეგ შეკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ყველაფერ სასიკეთოს, რაც ამ ქვეყანაში კეთდება