ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო "მაგნიტსკის სიის" გახანგრძლივების შესახებ EU-ს გადაწყვეტილებას არ შეუერთდა

საქართველო "მაგნიტსკის სიის" 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეუერთდა.
როგორც საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, "მაგნიტსკის სიის" ფარგლებში სანქციების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა: ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგრომ, ალბანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და ბოსნია და ჰერცეგოვინამ.

ასევე, ხელმომწერებს შორის არიან ლიხტენშტაინი, ნორვეგია, სომხეთი და აზერბაიჯანიც. ასევე ქვეყნების სიაში ნახსენები საქართველო არ არის.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.