ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"საქართველო კრემლის კლანჭებში" | ივანიშვილი Politico-ს სკანდალურ სიაში

Politico სკანდალურ სიას ასაჯაროებს. ადამიანები, რომლებიც ევროპის პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ, წლიურ რეიტინგში როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ კონტექსტში მოხვდნენ. ისტორიაში პირველად, სიაში სახელწოდებით, "მთავარი ამრევები", საქართველოს მოქალაქე, ოლიგარქი ივანიშვილი ფიგურირებს.
გავლენიანი გამოცემის შეფასებით, წლიური რეიტინგის მე-8 პოზიციაზე მყოფი არაფორმალური მმართველი ცდილობს, საქართველო ევროკავშირის მოსაცდელიდან კრემლის კლანჭებში გადაიყვანოს. ეს არის წინასწარი მონაცემები და შესაძლოა "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ლიდერი ამრევების სათავეშიც გადაინაცვლოს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.