ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო კვალიფიკაციების ჩარჩოს ექსპერტთა თემატური სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

საქართველო კვალიფიკაციების ჩარჩოს ექსპერტთა თემატური სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

ბოლონიის პროცესის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) გადაწყვეტილებით, საქართველო ბოლონიის პროცესის კვალიფიკაციების ექსპერტთა თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) თანათავმჯდომარედ, ლატვიასთან და საფრანგეთთან ერთად, მეორე ვადით აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“2024 წლის სექტემბერში უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში გამართულ სხდომაზე ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფმა ( BFUG) მიიღო ბოლონიის პროცესის განახლებული სამუშაო სტრუქტურა, რომელიც კვლავ მოიცავს ექსპერტთა თემატურ სამუშაო ჯგუფებს. აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 2021-2024 წლებში კვალიფიკაციების ექსპერტთა თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) მუშაობა, რომელსაც თანათავმჯდომარის რანგში კოორდინაციას უწევდა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
შესაბამისად, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შემდეგი 4 წლის განმავლობაში კვლავ კოორდინაციას გაუწევს ბოლონიის პროცესის ძირითადი ვალდებულებების დანერგვას წევრ ქვეყნებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.