ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საქართველო ისწრაფვის შემოიღოს პუტინის სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონი რომელიც კრიტიკოსების გაჩუმების ინსტრუმენტია“ - კენეტ როტი

Human Rights Watch-ის ყოფილ ხელმძღვანელი, კენეტ როტი, „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა დაინიცირებას სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა.
„საქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, იმის გაგებით, რომ ეს გააუმჯობესებდა პირობებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს, ისწრაფვის შემოიღოს პუტინის სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც კრიტიკოსების გაჩუმების ინსტრუმენტია,“ - აღნიშნავს როტი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.