არქივი20 ოქტომბერი, 2024, 20:08
"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე მივიდა

პროევროპული მარშის, "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.
თავისუფლების მოედანზე, გამომსვლელების მიმართვების შემდეგ, აქცია-კონცერტია დაგეგმილი, სადაც მონაწილეობას არაერთი ქართველი მუსიკოსი მიიღებს.
სახალხო მარში თბილისში, 5 ლოკაციიდან დაიძრა. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლების ქუჩაზე, 300 არაგველის ობელისკთან, გმირთა მოედანსა და რესბუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.